Quantcast
Channel: garcelona – Barcelonisimo's Blog
Viewing all articles
Browse latest Browse all 12

ამის გარეშე ვერ წარმომიდგენიხარ საქართველო!!!

$
0
0

საღამო, მშვენიერი ნიავი ქრის აღმოსავლეთიდან, მდინარე მტკვრის ხმას სასიამოვნოდ არღვევს ჩიტების ჭიკჭიკი, რა კარგი განცდაა, მეგობრებთან ერთად მინდორზე წამოწოლილი, დაისს ვეგებებით.

კარტოფილს მიწიდან ხელით ვთხრი და იმედა კოცონისათვის ფიჩხებს აგროვებს. რამხელები გაზრდილა  შენ გენაცვალე, სხვათაშორის “გენაცვალე”–ზე გამახსენდა -

პატარაობიდან ლინგვისტიკა მიზიდავს, მსოფლიოში არსებული 6309 სალაპარაკო ენიდან არცერთში არ გვხვდება აღნიშნული მნიშვნელობის სიტყვა გარდა ქართულისა, ის უნიკალურია და მხოლოდ ქართველებისაა, როგორც ჩემი ტურისტები იტყვიან ხოლმე Magic Word-ია.ვსაუბრობთ უამრავ თემაზე, ჩვენ ხომ ბავშვობის ძმაკაცები ვართ და სასაუბროს რა გამოგვილევს,საუკეთესო ატმოსფეროა ახალი იდებისათვის და ერთ–ერთი იდეა ჩვენს ლექსიკაში გინებების მინიმუმამდე დაყვანაა, აქაც თავს იჩენს ლინგვისტური პრობლემები რომელიც ჩვენს დალოცვილ ლაზარეს ენას მუდამ თან ახლდა და გინება მათ შორის ერთ ერთია, რადგან ძველ ადრეული შუასაუკუნეების საქართველოში არ არსებობდა აღნიშნული მნიშვნელობის სიტყვები, ეს ის ერთადერთი მავნებლობაა რაც ჩვენ მონღოლი დამპყრობლებისაგან დღესაც შემოგვრჩა, მონღოლები საქართველოში 1220 წელს გამოჩნდნენ და სწორედ მათგან ვისწავლეთ და შემდეგ ასე კარგად დავხვეწეთ, ქართველები ხომ ყველაფერში მაგრები ვართ!?

ამ ისტორიულ–კულტურული გადახვევიდან დამტვრეული ტოტების მტვრევის ხმას გამოვყავართ და კვლავ ტკბობას განვაგრძობთ საკუთარი ქვეყნის სილამაზით და სიმდიდრით, მე კი ისევ მიწას “ვეფერები”, როგორც ბაბუაჩემი იტყვის ხოლმე. ცოტა ხანში კოცონი ნაკვერჩხლებად იქცევა და ჩემს მიერ “მოპოვებულ” კარტოფილს შიგნით ჩავუძახებ, გერმანელების ნაჩუქარი ზურგჩანთიდან გერმანულ ტექნოლოგიაზე მოხარშული ქართული ლუდი ამოვიღე და ჩემი რეგიონის მამა–პაპური სასმელი თუთის არაყი ამოვაყოლე, გაქვთ განასინჯი თუთის არაყი? საუკეთესოა, მერწმუნეთ. საკუთარ ეზოში დაკრეფილ პომიდორს კი სულ სხვა გემო აქვს, პომიდორს ბებოს ამოყვანილი ყველი მივაყოლე და სუფრა მინდორში მზადაა. ამასობაში კარტოფილმა ნაკვერჩხლებში ტკაცუნი დაიწყო და სასიამოვნო სუნი დატრიალდა, ამ ტკაცუნისა და სუნის გარეშე ვერ წარმომიდგენიხარ საქართველოვ.

ამაზე ბევრი დაუწერიათ, უთქვამთ და გაცვეთილ თემადაც უქცევიათ
ქართული სუფრის ქება დიდება, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად–აღვიქვამს,
ჩემი აზრით ქართული სუფრა და სადღეგრძელოები ერთმანეთის მიმართ
პატივისცემას გვიმაღლებს, რაც ასე ძალიან გვაკლია ქართველ ერს.
ამ მინდორს გაუმარჯოს, ამ მიწას ამ მთებს, ამ ჩვენი შეხვედრის დაისს!!!
 გახედეთ ჩემი სოფლის მთებს!!!
ამის გარეშეც ვერ წარმომიდგენიხარ საქართველოვ!!!

,,ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი'' (იუმორესკა)

ხმამ, მსუყემ და ჯანიერმა,
მტარებელი შეჰყარა:
-,, ქართველები?!
რაც ხალხი ვართ,
იცის, ძამა, ქვეყანამ!
ორი კაცი სუფრას შეიქმს,
სამი კაცი -
ქეიფს!
ოთხი კაცი - არიფიონს,
ხუთი -
პარტიას!
ექვსი კაცი მანიფესტს ვწერთ,
შვიდი -
ქარტიას!
ჩვენ - რომ ასი კაცი ვიყოთ,
ჩვენ რომ -
ერთი ფიქრი გვქონდეს,
არ გვცალოდეს საქილიკოდ,
თან -
ბილიკიც ბილიკობდეს,
მაშინ, მაშინ...''
-,,რაი მაშინ?!''
-,,რა და... ეუჰ, გიჟია!
მომაშორეთ აი ბავშვი,
ჩვენია თუ ალიფაშის,
თუ კაცი ხარ, ვისია?!
ჩემს თავს ველაპარაკები, ჩემთვის ვყვები, ბიძია!'' 

(მურმან ლებანიძე)
დღე მეორე, განსხვავებული...
ნაბახუსევი, დილის მზეს ვეფიცხებით გეგმა სადმე ლუდის დასალევად წასვლაა,
ერთ–ერთი კაფე ავარჩიეთ, ჩამოსასხმელი ლუდის კათხებს ჩამოვუსხედით და წყნარ
ატმოსფეროში გრილ ლუდს "ვწრუპავთ", ერთი ჩვეულებრივი დილაა,
ასეთი უკვე მერამდენეა ამ ზაფხულში, თუმცა სამივე ერთდროულად 
რაღაც განსხვავებულს ვამჩნევთ, მოპირდაპირე მხარეს ერთი ქართველი
კაცი ზის სუფრის ორივე მხარეს, დიახ ერთი რადგან მათ შორის მხოლოდ
 ასაკია სხვაობა, სულ რაღაც 60 წელი, გარეგნულად ძალიან გავს ორივე 
ერთმანეთს, ბაბუს დანაოჭებულ ხელებში ხაჭაპური უკავია, პატარა "ასლს" კი 
ნაყინის ჭიქა და შეექცევიან გემრიელად, ორივეს საგარეოდ აცვია, ბავშვს
თეთრი შარვალ კოსტუმი და სპილოს ძვლის ფერი ტუფლები კოხტად მოურგია
 და ბაბუც ძველ, მაგრამ კარგად შენახულ კოსტუმშია გამოწყობილი,
გიორგის უნებლიედ წამოცდა: 

– რა საყვარლები არიან. 

ლუდის თითო კათხა ჩავამთავრეთ და სანამ მიმტანი მეორეს მოგვიტანდა მცირე
 დისკუსია გავმართეთ, თუმცა რამოდენიმე წამიანი, აქ სადისკუსიო არაფერი
გახლდათ ისინი აშკარად ბაბუა და შვილიშვილი გახლდნენ. 

– მოდი გავიცნოთ...

თუმცა პირდაპირ ადამიანთან მისვლა და უმიზეზოდ გაცნობა არც თუ ისე ნორმალურია,
ოფიციანტი მოვიხმე და მათი ანგარიშის ჩემთან მოტანა მოვთხოვე,
 ამის შემდეგ რატომღაც ვიფიქრეთ, რომ ბაბუსას უნდოდა ნაყინი და ამისათვის ფული
არ ყოფნიდა,
– მოდი რამეზე დავპატიჟოთ... ნაყინი, კოკა კოლა,
ერთი ხაჭაპური ბავშვისათვის. მიმტანმა ეს ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და გაოცებული
ბაბუის სახე შეეფეთა, ხმა არ გვესმოდა თუმცა მან აშკარად იკითხა
 – რატომ?
გოგონამ თითი ჩვენსკენ გამოიშვირა და ბაბუამ მხრები აიჩეჩა და მორცხვად გაეღიმა.
რამოდენიმე წუთში ჩვენ მაგიდასთან შვილიშვილთან ერთად მოვიდა:
– რისი გულისთვის ბაბუ?
ამაზე პასხუი არცერთს არ გვქონდა მზად თუმცა ბოლოს მოგვიწია ერთად პასუხის
გაცემამ, ყველაფერზე, კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხეთ: 
– სადაური ხარ ბაბუ, ეს თქვენი შვილიშვილია ხომ?
მან ერთ ერთი მაღალმთიანი სოფელი დაგვისახელა.
– ჩვენ ორივე ალექსანდრე კირთაძეები ვართ, ეს ჩემი ერთადერთი შვილიშვილი
და იმედია, ამას ენაცვალოს ბაბუ,

 – ჩვენ ვმღერით...

ეს სიტყვა სიმღერა რაღაც გვეუცნაურა და ჩავეძიეთ.
 –ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღერით, ბაბუაჩემი ძალიან ცნობილი ფოლკლორისტი
იყო და ვცდილობ
ტრადიცია არ დავკარგო და ალიკასაც ვასწავლო, ნიჭიერის შესარჩევი კონკურსისათვის 
ჩამოვედი და არც შევმცდარვარ მეორე ტურში გადაგვიყვანეს და ფილარმონიაში
გამოსვლამდე ფონოგრამის ჩაწერა გვთხოვეს და ველოდებით როდის გაიღება სტუდია.
 შემდეგ შვილიშვილს ძმაკაცურად ხელი გადახვია და სპეციალურად ჩვენთვის წაიმღერეს: 
"მრავალჟამიეროოო, მრავალჟამიერრრ"

ამათ გარეშე ვერ წარმომიდგენიხარ საქართველოვ!!!

ჩვენ გაოცებისაგან და სიხარულისგან პირდაღებულები ვუსმენდით და ბოლოს
მას ისევ სძლია ცნობისმოყვარეობამ:
– ვინები ხართ ბაბუ უბრალოდ, მაინც რომ ვიცოდე
ამხელა პატივი, რო მეცით?

– ქრთველები ვართ ბაბუ!

ვუძღვნი კირთაძეების ნიჭიერ ოჯახს და ველოდები ნიჭიერის შესარჩევ კონკურსს 
ფილარმონიაში სადაც მათ უნდა იმღერონ.

Filed under: გეოგრაფის დღიური, საქართველო და მსოფლიო

Viewing all articles
Browse latest Browse all 12

Trending Articles