“ბარსელონას” არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა მის და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისიტიანო რონალდოს შესახებ და განაცხადა, რომ სულაც არ ცდილობს რამე კრისტიანუ რონალდუზე უკეთ გააკეთოს, ამ ორი ფეხბურთელის შედარება განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მას შემდეგ რაც პორტუგალიელმა “შვიდიანმა” კატალონიელთა მთავარ მტერთა ბანაკს მიაშურა და თავისი იმდროინდელი კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედი” მიატოვა 2009 წელს.
მესის აზრით ის პირადად არავის არ ეჯიბრება და მხოლოდ მისი საყვარელი კლუბის მომავალ წარმატებებზეა კონცეტრირებული.
“–მე დუელი არ მაქვს კრისტიანო რონალდოსთან.”
განუცხადა არგენტინელმა ტალანტმა რეპორტიორებს.
“– მე მხოლოდ ჩემი კლუბის დახმარებისათვის ვიბრძვი და მინდა კიდევ ბევრი წარმატება მოვუტანო.”
“არასოდეს არ ვედრები კრისტიანო რონალდუს, როდესაც მას ვუყურებ და არ ვცდილობ რამე მასზე უკეთ გავაკეთო.”
ლეო აგრეთვე შეეხო “ბლაუგრანას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ სეზარ როდრიგესს, რომელსაც “ბარსელონას” მაისურით 235 გოლი აქვს გატანილი.
“მე მხოლოდ ტიტულების მოგება და ამ გზით ისტორიაში შესვლა მსურს” დაამატა მესიმ.
“მომავალში მე გოლების გატანას ამ რეკორდის დასამხობად კიარა ჩემი კლუბის დასახმარებლად ვაპირებ.”
ლიონელ მესის აგრეთვე კითხეს დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესახებ, ჩეხეთის ჩემპიონ პლზენის “ვიქტორიასთან”, მესიმ ამ გუნდთან მიმართებაში სიმპატიები არ დამალა და განაცხადა რომ ჩეხური კუბი არც თუ ისე იოლი მეტოქეა, როგორც ბევრს ჰგონია.
“ჩემპიონთა ლიგაზე იოლად დასამარცხებელი გუნდები არ მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა საიდან არიან ისინი ჩვენ უყურადღებობა შესაძლებელია ძვირად დაგვიჯდეს, მათ არც თუ ისე ცუდად ითამაშეს “მილანის” წინააღმდეგ და შანსებიც ჰქონდათ.”
“ჩვენ როგორც ყოველთვის, მოედანზე მოწინააღმდეგის პატივისცემით გავალთ.”
Filed under: სპორტი, ფეხბურთელები, ფეხბურთი