Quantcast
Channel: garcelona – Barcelonisimo's Blog
Viewing all articles
Browse latest Browse all 12

სტივენ ჯერარდი შიშობს, რომ მისი კარიერა დასრულდა

$
0
0

“ლივერპულის” ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი “წითლების” გულშემატკივრებისათვის სამწუხარო განცხადებას აკეთებს, ის შიშობს, რომ მისი კარიერა შესაძლოა ამ სეზონში დასრულდეს იმ ექვსი გამოტოვებული თვის გამო, რომელიც “სტივიჯიმ”  საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა.

“წითელთა” კაპიტანმა ოპერაცია აპრილში გაიკეთა და მისი მოედანზე დაბრუნება საკმაოდ შეფერხდა. ჯერარდი ძირითად შემადგენლობას წინა შაბათს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაუბრუნდე “ენფილდ როუდზე”, მაგრამ ამ მატჩში მას კვლავ გაურთულდა ტრავმა და ამის შემდეგ მან იფიქრა, რომ მისი კარიერა მერსისაიდულ გრანდში დასრულდა.

“ბუნებრივია, რომ რაღაცას ეჭვობდე.”  განუცხადა მან კლუბის ოფიციალურ ჟურნალს.

“დროთა განმავლობაში თავში სულ სხვადასხვა ფიქრები გიტრიალებს.”

“როდესაც ტრავმა მივიღე უკვე ვიცოდი, რომ ეს სერიოზული იქნებოდა, ვვარაუდობდი, რომ ეს ყველაზე რთული მომენტი იქნებოდა ჩემს კარიერაში.”

 

სტივენმა თქვა, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო, რამაც ის  ძალიან დაასუსტა და მისი ფიზიკური მდგომარეობა შელახა.

“სანამ სერიზოულ ტრავმას მივიღებდი მანამდე წვრილმან პრობლემებს ყურადღებას არ ვაქცევდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, ვცდილობდი ჩემი ფიზიკური მდგომარეობა მემართა მაგრამ ჩემ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, მე არ ვიყავი ის ფეხბურთელი ვინც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი.” დაამატა მან.

მისი თქმით ტრავმის შემდეგ სულ ცუდ განწყობაზეა და ცუდი აზრები უტრიალებს თავში მის მომავალთან დაკავშირებით.

“ტრავმიდან ორი კვირის განმავლობაში დეპრესია ფამეუფლა თუმცა შემდეგ შედარებით გამომიკეთდა ხასიათი, უდავოა, რომ უკანასკნელი ექვსი თვე ჩემს კარიერაში ურთულესი აღმოჩნდა.”


Filed under: სპორტი, ფეხბურთელები, ფეხბურთი

Viewing all articles
Browse latest Browse all 12

Trending Articles