Quantcast
Channel: garcelona – Barcelonisimo's Blog
Viewing all articles
Browse latest Browse all 12

“ბარსელონა”–“Més que un club”

$
0
0

1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს “ხიმნასიო სოლე”-ში პირველი შეკრება შედგა.

ი ს ტ ო რ ი ა

შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერი უაილდი, ლუის დ’ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პაროსნსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.

“ბარსა” მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად “ბარსელონა” კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს “ბარსელონამ” პირველი ტიტული “კოპა მაკაი” მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც “ვისკაისთან” დამარცხდა (1:2).

1908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. “ბარსას” 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს.

მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა “ბარსელონასთვის” სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი “კარერ ინდუსტრიაზე” გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა. გამპერმა ასევე კლუბის გაფართოვება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.
იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე “Les Corts”-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.
გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით “ბარსას” მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში “ბარსელონამ” 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ “პირენეის თასი”. იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი,

წარმატებულ 20-იან წლებში, კლუს ბევრი არასპორტული პრობლემა ექმნებოდა. პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი, სხვადასხვა პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1943 წელს “ლეს კორტს”-ზე ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც “რეალმა’ ის მატჩი 11:1 მოიგო.
რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად “ბარსა” მაინც აღწევდა წარმატებებს. 1945 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 1929 წლის შემდეგ. ამ გუნდში ხოსეპ სამიტიერის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ: რამალეტსი, სესარი და ველასკო. მათ 1948-49 წლებში კიდევ 2 ტიტული მოიგეს. 1949 წელს “ბარსელონამ” პირველად მოიგო “Copa Latina”. 50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის – ფერნანდო დაუჩიკისა და “ბარსას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის – ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო. მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, “Copa del Generalisimo”, “Copa Latina” და “Copa Eva Duarte”. 1953-ში “ბარსამ” კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი და “Copa del Generalisimo”. ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში “ბაზრობათა თასს” (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.
მწვრთნელის ელენიო ერერას ხელმძღვანელობით, ასევე ახალგაზრდა ლუის სუარესის (1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და კუბალას მიერ მიწვეული 2 უნგრელის (შანდორ კოჩიში და ზოლტან ჩჟიბორი) დახმარებით, “ბარსამ” კიდევ 2-ჯერ შეასრულა დუბლი 1959 და 1960 წლებში. 1961 წელს “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო ტურნირებში მადრიდის “რეალი” დაამარცხა და ამით ბოლო მოუღო მათ ჰეგემონიას.
1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო. 1957 წელს “ნოუ კამპის” მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს “ბაზრობათა თასი” მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა “Copa del Generalisimo”-ს ფინალში “ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” 1:0 დამარცხებით. 1974 წელს “ბარსელონამ” დაიბრუნა თავისი სახელი “Football Club Barcelona”.

კრუიფი (1974-1978)
1973/74 წლების სეზონში გუნდში მოვიდა იოჰან კრუიფი. “ბარსელონამ” იმ პერიოდის ყველაზე ძვირი ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფმა, რომელმაც უკვე “აიაქსში” გაითქვა სახელი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რეალს” “ბარსელონა” არჩია იმის გამო, რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. ჰოლანდიელმა 60-იანი წლების შემდეგ პირველად მოაგებიდა კლუბს ჩემპიონატი და მთავარი გმირი გახდა “ბერნაბეუზე” “რეალის” 0:5 დამარცხებაში. “ბარსელონაში” თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.

ოცნების გუნდი (1988-1996)

1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და შექმნა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობის გამო “ოცნების გუნდსაც” უწოდებდნენ. იმ პერიოდის “ბარსელონაში” თამაშობდნენ: ხოსეპ გვარდიოლა, ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარი ბაკერო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო. ამ გუნდმა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 1990-1994 წლებში და ორი ევროტურნირის ფინალში (1989 წელს თასების მფლობელთა თასი და 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი) დაამარცხა იტალიური სამპდორია. “ბარსამ” იმ წლებში ასევე მოიგო ესპანეთის თასი 1990-ში, ევროპის სუპერ თასი 1992-ში და 3 ესპანეთის სუპერ თასი. მოპოვებული 11 ტიტულით კრუიფი დღემდე კლუბის ყველა დროის წარმატებულ მწვრთნელად რჩება. მან ყველაზე მეტ ხანს – 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა “ბარსას” და ბოლო 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა გუნდი.

დღევანდელი “ბარსელონა”

2003 წელს “ბარსას” პრეზიდენტად ახალგაზრდა ხუან ლაპორტა აირჩიეს, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი და უმაღლესი დონი ფეხბურთელები: რონალდინიო, დეკუ, ლიონელ მესი და სამუელ ეტო’ო. ასევე გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი, რაფაელ მარკესი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი, რომელბსაც კლუბში დახვდათ კარლეს პუიოლი და ხავი. ამ შემადგენლობით “ბარსელონამ” უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.

ჟოან ლაპორტა

ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელოის პერიოდში საუკეთესო იყო. “ბარსამ” 2005 წლის 19 ნოემბერს “ბერნაბეუზე” “რეალი” დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში “ბარსელონამ” სტუმრად მოუგო “ჩელსის” 1:2 და “მილანს” 0:1. “ბარსა” 17 მაისის პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში არსენალი დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ ბარსელონას ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.

ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ბარსელონას  მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს , ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო . საკამათოა , მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს .

“ბარსელონამ” ამ წელა მოიგო არამხოლოდ სამი, არამედ 6 ტიტული.

2010 წელს კლუბის სათავეში მოვიდა ახალი პრეზიდენტი სანდრო როსელი.

ს ტ ა დ ი ო ნ ი

ბარსელონა საშინაო მატჩებს 1957 წლიდან მართავს კამპ ნოუზე, რომელიც იტევს 98,772 მაყურებელს. კამპ ნოუ არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში. სტადიონი უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.

“კამპ ნოუ”

ტ ი ტ უ ლ ე ბ ი

“ბარსელონა” ყვლაზე ტიტულოვანი კლუბია მსოფლიოს გრანდებში, იმ რაოდენობის ტიტული არცერთ გრანდს არ აქვს მოგებული მსოფლიოს საფეხბურთო ელიტაში რამდენიც კატალონიურ გრანდს.

ესპანეთის ჩემპიონი: 20
1928-29, 1944-45, 1947-48, 1948-49, 1951-52, 1952-53, 1958-59, 1959-60, 1973-74, 1984-85, 1990-91, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1997-98, 1998-99, 2004-05, 2005-06, 2008-09, 2009-10

ესპანეთის თასი: 25
1909-10, 1911-12, 1912-13, 1919-20, 1921-22, 1924-25, 1925-26, 1927-28, 1941-42, 1950-51, 1951-52, 1952-53, 1956-57, 1958-59, 1962-63, 1967-68, 1970-71, 1977-78, 1980-81, 1982-83, 1987-88, 1989-90, 1996-97, 1997-98, 2008-09

ესპანეთის სუპერ თასი: 8
1983, 1991, 1992, 1994, 1996, 2005, 2006, 2009

ლიგის თასი: 2
1983, 1986

ჰანს გამპერის თასი: 32
1966, 1967, 1968, 1969, 1971, 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1983, 1984, 1985, 1986, 1988, 1990, 1991, 1992, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2006, 2007.

კატალონიის ჩემპიონი: 22
1901-02, 1904-05, 1908-09, 1909-10, 1910-11, 1912-13, 1915-16, 1918-19, 1919-20, 1920-21, 1921-22, 1923-24, 1924-25, 1925-26, 1926-27, 1927-28, 1929-30, 1930-31, 1931-32, 1934-35, 1935-36, 1937-38

კატალონიის თასი: 6
1990-91, 1992-93, 1999-2000, 2003-04, 2004-05, 2006-2007

უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 3
1992, 2006, 2009

უეფას თასების მფლობელთა თასი: 4
1979, 1982, 1989, 1997

უეფას სუპერ თასი: 2
1992, 1997

ბაზრობათა თასი: 3
1958, 1960, 1966

ლათინური თასი: 2
1949, 1952


Viewing all articles
Browse latest Browse all 12

Trending Articles