Quantcast
Channel: garcelona – Barcelonisimo's Blog
Viewing all articles
Browse latest Browse all 12

Nokia –რეზინის ჩექმებიდან უახლეს ტექნოლოგიებამდე

$
0
0

gaga

1865 წელს ფინელმა სამთო მრეწველობის ინჟინერმა ფრედერიკ  იდესტამმა ფინეთის ქალაქ ტამპერეში დაარსა საწარმო Nokia, რომელიც ქაღალდის ნაწარმს უშვებდა და საექსპორტოდ რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში გაჰქონდა.

XX საუკუნის დასაწყისში ქარხანამ რეზინის ჩექმებისა და საბურავების გამოშვება დაიწყო. დღეს ამ პროდუქციას ნოკიას შვილობილი კომპანია Nokian Tyres უშვებს.

ნოკიამ თავის პირველი სატელეკომუნიკაციო ნაწარმი მხოლოდ 1960 წელს გამოუშვა მანამდე კი ზემოთაღნიშნულ პროდუქციას აწარმოებდა, პირველი მობილური ტელეფონი კი აღნიშნულმა საწარმომ 1971 წელს გამოუშვა, ეს გახლდათ Mobira Cityman 150.

Mobira Cityman 150 და 2003 წლის “ფანარიანი ნოკია” 1100

Mobira Cityman 150-მა განსაკუთრებული პოპულარობა 1987 წელს მოიპოვა, როდესაც ქალაქ ჰელსინკიდან მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის მინისტრს ამ მობილურის მეშვეობით დაურეკა. აღნიშნული ფოტო წამსვე მოედო მსოფლიოს და ამის შემდეგ ნოკია იზრდება და იზრდება.

კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა დაახლოებით 52 მილიარდი ევროა და მისმა 2009  წლის სუფთა მოგებამ 8 მილიარდი ევრო შეადგინა.

რეზინი ჩექმების წარმოებიდან დაწყებული საქმის გაგრძელება 2010 წლის Nokia X-6 -ია, რომელიც უახლესი მოდელია და ერთ-ერთი საუკეთესო ტელეფონია, თუ საუკეთესო არა მსოფლიოში. მისი მეხსიერება 16 გიგაბაიტია, ხოლო ფოტოკამერის ზომა 5 მეგაპიქსელი.

knk


Viewing all articles
Browse latest Browse all 12

Trending Articles